დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა - შალვა ოგბაიძე

Primetime.ge 13 საათი წინ 7
დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა - შალვა ოგბაიძე
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.შალვა ოგბაიძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა, რაც საქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი რომ სრულად განახლდა, ეს ყველასთვის ცნობილია.კვლავ გაგრძელდება თბილისის ქუჩებში ბასლაინების მონიშვნა, რათა საქალაქო ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს მოძრაობა და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა.თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს.სატრანსპორტო საშუალებები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროსტანდარტებს, რაც ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანია.შალვა ოგბაიძე ისეთ მნიშვნელოვან თემებს შეეხო, როგორიცაა მეტროს, ავტობუსების და მიკროავტობუსების მარშრუტების განახლება და სინქრონიზაცია, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმალური გადანაწილება და ხელმისაწვდომობის ამაღლება.მისივე თქმით, ჭკვიანი შუქნიშნების მეშვეობით ხდება მონაცემების შეგროვება, სატრანსპორტო ნაკადების უკეთესი გადანაწილება და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაცია.შალვა ოგბაიძე პარკირების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პარკირების რეგულირება ემსახურება სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალურ მართვას. ის ასევე თბილისის მერიის ინიციატივას შეეხო, რაც ელექტრომობილების მოხმარების წახალისებას გულისხმობს.„ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილია სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ აქვთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი ახორციელებს ელექტროდამტენების მონტაჟს“, - განაცხადა ოგბაიძემ.მისივე თქმით, წელს ამ წახალისებით 600 ერთეულიდან, თითქმის, 4000 ერთეულამდე გაიზარდა ელექტრომობილების მოხმარების რაოდენობა.შალვა ოგბაიძე 2019 წელს კახა კალაძის ინიციატივასაც შეეხო, რომელიც 186-ე ბაგა-ბაღში საბავშვო ავტოქალაქის შექმნას გულისხმობდა, სადაც ბავშვები მოძრაობის წესებს სწავლობენ.„აღნიშნული პროექტი კვლავაც გრძელდება და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მას წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა ოგბაიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია