უნგრეთის და სლოვაკეთის
მთავრობების
წარმომადგენლები
ევროკავშირის საგარეო
საქმეთა მინისტრების
შეხვედრაზე ბრიუსელში
საქართველოსთვის
სანქციების დაწესების
საკითხს
ბლოკავენ.ინფორმაციას
„რადიო თავისუფლების“
ევროპული ბიუროს
ხელმძღვანელი რიკარდ
იოზვიაკი სოციალურ ქსელ
X-ში ავრცელებს.„დებატები
ევროკავშირის საგარეო
საქმეთა მინისტრებს შორის
საქართველოს საკითხზე
დასრულებულია. როგორც
მოსალოდნელი იყო, უნგრეთი
და სლოვაკეთი სანქციებს
ბლოკავენ. ევროკომისია
ქართველი
დიპლომატებისთვის
ვიზალიბერალიზაციის
შეჩერებას შესთავაზებს,
სავარაუდოდ ამ კვირაში.
საამისოდ კვალიფიციური
უმრავლესობა არსებობს“, -
დაწერა იოზვიაკმა.