დაცული ტერიტორიების
სააგენტომ, საუდის
არაბეთის დედაქალაქ
ერ-რიადში, საერთაშორისო
გამოფენაში Saudi Travel Market 2025
მიიღო მონაწილეობა.
მასშტაბური საერთაშორისო
გამოფენის გახსნას
დაესწრო გარემოს დაცვის და
სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე იური
ნოზაძე.„მსგავსი
მასშტაბის ღონისძიებებსა
და გამოფენებში
მონაწილეობა არის
მნიშვნელოვანი
შესაძლებლობა როგორც
საქართველოს და მისი
უნიკალური ბუნების
პოპულარიზაციისთვის,
ასევე, ქვეყანაში
საერთაშორისო ვიზიტორების
მოზიდვის
ხელშეწყობისთვის. ბოლო
წლებში საუდის არაბეთიდან
საქართველოს დაცულ
ტერიტორიებზე ვიზიტორთა
რაოდენობა მზარდია.
შესაბამისად, ამ
მიმართულებით აქტიური
მუშაობა კიდევ უფრო
შეუწყობს ხელს ცნობადობის
ამაღლებას, ვიზიტორთა
ნაკადების ზრდას და
ეკონომიკის
განვითარებას”, - აღნიშნა
გარემოს დაცვის და სოფლის
მეურნეობის მინისტრის
მოადგილე იური
ნოზაძემ.გამოფენის Saudi Travel Market
2025 მონაწილეები და
დამთვალიერებლები
საქართველოში
ეკოტურიზმისა და
სათავგადასავლო ტურიზმის
შესაძლებლობებს გაეცნენ
და საქართველოს დაცული
ტერიტორიების შესახებ
დეტალური ინფორმაცია
მიიღეს. ღონისძიების
ფარგლებში გაიმართა
პრეზენტაციები, პანელური
დისკუსიები და B2B
შეხვედრები, რაც ხელს
შეუწყობს საერთაშორისო
პარტნიორობის გაღრმავებას
და ტურისტული პოტენციალის
პოპულარიზაციას.გამოფენა
Saudi Travel Market მსოფლიოს
მასშტაბით ტურიზმის
სფეროს წამყვან
საერთაშორისო და
ადგილობრივ
ორგანიზაციებს, ბუნების
მოყვარულებსა და
მოგზაურებს აერთიანებს,
რათა მოხდეს გამოცდილების
გაზიარება და ტურისტული
სერვისების განვითარების
ახალი შესაძლებლობების
აღმოჩენა. ყოველწლიურად
გამოფენას 40 000-ზე მეტი
ვიზიტორი სტუმრობს, რაც მას
ტურისტული ინდუსტრიის
ტენდენციების გაცვლის
მნიშვნელოვან პლატფორმად
აქცევს.