დაცული ტერიტორიების
სააგენტომ გალფის
ქვეყნებში ციფრული
კამპანია Explore Georgia: Where Nature Speaks to the
Soul დაიწყო.სააგენტოს
ინფორმაციით, ახალი
ციფრული კამპანია, რომლის
ძირითადი საკომუნიკაციო
არხებია FACEBOOK და INSTAGRAM, მიზნად
ისახავს საქართველოს
ეკოტურისტული პოტენციალის
პოპულარიზაციას გალფის
ქვეყნებში.კამპანიის
მთავარი ამოცანაა
საქართველოს ეროვნული
პარკებისა და
სათავგადასავლო
ეკოტურისტული სერვისების
წარმოჩენა, აგრეთვე
ქვეყნის, როგორც ბუნებით,
თავგადასავლებითა და
მრავალფეროვანი
გამოცდილებით მდიდარი
ტურისტული მიმართულების
შესახებ ცნობადობის
გაზრდა.სამიზნე აუდიტორია
მოიცავს ახალგაზრდა
მოგზაურებს, წყვილებსა და
ოჯახებს, რომლებიც
დაინტერესებული არიან
ბუნებაში აქტიური და
კომფორტული
დასვენებით.სამი თვის
განმავლობაში გალფის
ქვეყნებში, ციფრულ არხებში,
აქტიურად იქნება
წარმოდგენილი
საინფორმაციო და საიმიჯო
ხასიათის ვიდეორგოლები,
რომლებიც საქართველოს
მრავალფეროვანი ბუნების
შესახებ ინფორმაციას
გაავრცელებს მთავარი
გზავნილით - „სულ რაღაც 3
საათის მანძილზე
უდაბნოდან“.კამპანიის
დაწყებიდან პირველი 10 დღის
განმავლობაში, საუდის
არაბეთში მიღწეულ იქნა 1.1
მილიონზე მეტი უნიკალური
მომხმარებელი და 2.7
მილიონზე მეტი ნახვა, ხოლო
არაბეთის გაერთიანებულ
საამიროებში ვიდეოების
ნახვამ 2 მილიონს
გადააჭარბა - რაც
ადასტურებს კამპანიის
ეფექტიანობას.