სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ცილისწამებას, სხვის შეურაცხყოფას, სხვისი ცხოვრების გაუბედურებას, სხვისთვის ისეთი რამეების დაბრალებას, რაზეც მერე ამ სხვას თავის მართლება უწევს - გიორგი კალანდია

Primetime.ge 3 საათი წინ 3
სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ცილისწამებას, სხვის შეურაცხყოფას, სხვისი ცხოვრების გაუბედურებას, სხვისთვის ისეთი რამეების დაბრალებას, რაზეც მერე ამ სხვას თავის მართლება უწევს - გიორგი კალანდია
სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სხვის ცილისწამებას, სხვის შეურაცხყოფას, სხვისი ცხოვრების გაუბედურებას, სხვაზე ისეთი რამეების დაბრალებას, რაზეც მერე ამ სხვას თავის მართლება უწევს, - განაცხადა საზოგადოება "ქართულის" წევრმა გიორგი კალანდიამ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილების შესახებ საუბრისას.მისი შეფასებით, საჭიროა, ეს ყველაფერი კანონით დარეგულირდეს."სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სხვის ცილისწამებას, სხვის შეურაცხყოფას, სხვისი ცხოვრების გაუბედურებას, სხვაზე ისეთი რამეების დაბრალებას, რაზეც მერე ამ სხვას თავის მართლება უწევს. ქართველებს გვაქვს ბრწყინვალე ლიტერატურული ძეგლი "ენით დაკოდილი" - ამაზე დიდი უბედურება საქართველოში არ არსებობდა, როდესაც სიტყვით შეიძლებოდა, ადამიანი მოეკლათ. ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონით დარეგულირებული და დარწმუნებული ვარ, თუ საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ძალიან სჭირდება ქვეყანას, ახლა გაჩნდა, ამ ყველაფერს დაარეგულირებს და მეტ-ნაკლებად მოაქცევს იმ კანონიერ ჩარჩოში, რომელიც საზოგადოებას სჭირდება უპირველეს ყოვლისა”, - განაცხადა გიორგიო კალანდიამ.აღნიშნულ თემაზე საზოგადოება "ქართულმა" დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით "ქართული ოცნება" ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც "ნაციონალებმა" ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს".
სრულად წაიკითხეთ სტატია