ფოტოები - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ხარაგაულის სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა

Primetime.ge 4 საათი წინ 3
ფოტოები - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ხარაგაულის სოფლებში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა
ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.რწმუნებულის პირველი მოადგილე და მერი ადგილზე არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება.გასული ღამის განმავლობაში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობდა მეწყრის საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა."ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს.ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს.მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.  
სრულად წაიკითხეთ სტატია