დასაჯო პარტია იმისთვის,
რომ არჩევნებზე კარგი
შედეგი ჰქონდათ, არ არის
დღეს მსჯელობის საგანი,-
ამის შესახებ
ლუქსემბურგის საგარეო
საქმეთა მინისტრმა ქსავიე
ბატელმა განაცხადა.მისი
თქმით, სურს მოისმინოს, იყო
თუ არა არჩევნებზე
დარღვევები. რადგან
არჩევნებს ასობით
დამკვირვებელი
აკვირდებოდა.„მე ცოტა
ვშიშობ, რომ არჩევნები უნდა
დავასანქციროთ. რადგან
პირველ რიგში მინდა
მოვისმინო იყო თუ არა
დარღვევები. გულწრფელი რომ
ვიყო, ასობით
დამკვირვებელი იყო
არჩევნებზე და ჩემთვის
მნიშვნელოვანია ვიცოდე
არჩევნები გაყალბდა თუ
არა. ის რომ არ მოგვწონს
არჩევნების შედეგები და
ამიტომ ახლა უნდა დავსაჯო
ისინი, ჩემთვის მიუღებელია
საქართველოს ხელისუფლების
ქცევა. მიუღებელია
ოპოზიციის შევიწროვება,
დემონსტრანტების დასჯა და
ასეთი ძალადობა. აი, ესაა
ჩემთვის მიუღებელი. ამიტომ
უნდა დავსაჯოთ
პასუხისმგებელი პირები.
მაგრამ დასაჯო პარტია,
იმისთვის, რომ არჩევნებზე
ჰქონდათ კარგი შედეგი და
ჩვენ გვერჩივნა კარგი
შედეგი არ ჰქონოდათ, ეს არ
არის ჩემი მსჯელობის გზა.
ჩვენ დარბაზში უნდა
ვიმსჯელოთ და 27-მა წევრმა
მივიღოთ გადაწყვეტილება.
ეს კი ყოველთვის ადვილი არ
არის“, - განაცხადა
ლუქსემბურგის საგარეო
საქმეთა მინისტრმა.