დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა „კონკურენციის
შესახებ“ კანონში
ცვლილება გამარტივებული
წესით განიხილა და მხარი
დაუჭირა.მომხსენებლის,
დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარის
დავით სონღულაშვილის
განცხადებით, საჯარო
სამართლის იურიდიული
პირის − საქართველოს
კონკურენციის ეროვნული
სააგენტოს სტრუქტურული
მოწყობის ფორმა იცვლება,
კერძოდ, სააგენტო გადადის
საბჭოს ტიპის მოწყობაზე.
სააგენტოს მმართველობითი
ორგანო გახდება
პრემიერ-მინისტრის
წარდგინებით და
პარლამენტის მიერ 5 წლის
ვადით არჩეული 5 წევრიანი
საბჭო.წარმოდგენილი
ცვლილების თანახმად,
საბჭოს მარეგულირებელი
ნორმების ამოქმედება
გათვალისწინებულია 2027 წლის
პირველი იანვრიდან ხოლო,
საქართველოს პარლამენტმა
და საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა საბჭოს
დაკომპლექტება 2027 წლის 1
თებერვლამდე უნდა
უზრუნველყონ.დავით
სონღულაშვილის თქმით,
თარიღის გადაწევა
საუკეთესო პრაქტიკის
მოძიების, გაანალიზებისა
და გამოცდილების
გაზიარების მიზნით არის
აუცილებელი.