საქართველო
დამოუკიდებლობის დღესთან
დაკავშირებით, ქვეყნის
მასშტაბით, 17:10 საათზე
საქართველოს ჰიმნი
აჟღერდა.ეროვნული
დღესასწაული დედაქალაქსა
და მთელ ქვეყანაში
სხვადასხვა ღონისძიებით
აღინიშნება. მთავრობის
ადმინისტრაციის
ორგანიზებით,
დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიებები
წელს საქართველოს 21
ქალაქში იმართება.ეროვნულ
დღესასწაულზე სამხედრო
ფიცი 700-მდე წვევამდელმა
დადო. ფიცის დადების
ცერემონია დედაქალაქის
გარდა, კიდევ 5 ისტორიულ
ადგილას
გაიმართა.სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აქტი
საქართველოს ეროვნულმა
საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26
მაისს მიიღო. 26 მაისს
ქვეყანა 1991 წლიდან
აღნიშნავს და ამით 1918 წლის
უმნიშვნელოვანეს
მონაპოვარს იხსენებს -
საქართველოს პირველი
დემოკრატიული რესპუბლიკის
დაფუძნებას. ეროვნული
საბჭოს მიერ მიღებულ ამ
გადაწყვეტილებას
მოგვიანებით წითელი
არმიის შემოჭრა და ქვეყნის
ანექსია მოჰყვა. მთავრობა
და დამფუძნებელი კრების
წევრთა უმრავლესობა კი,
ემიგრაციაში წავიდა.