ენტონი ბლინკენს, აშშ-ის
სახელმწიფო მდივნის
რანგში ბოლო
პრესკონფერენციაზე,
ჟურნალისტებმა არაერთხელ
შეაწყვეტინეს საუბარი,
ერთ-ერთი მათგანი კი
დარბაზიდან გაიყვანეს.
როგორც სააგენტო
„როიტერი“ წერს, ბლინკენმა
მწვავე კრიტიკა მიიღო
რამდენიმე
ჟურნალისტისგან, რომლებიც
ისრაელის მხარდაჭერის
წინააღმდეგ
გამოდიან.„დამნაშავე,
თქვენი ადგილი ჰააგაშია! -
ასე მიმართა ბლინკენს
დამოუკიდებელმა
ჟურნალისტმა, სემ ჰუსეინმა,
რის შემდეგაც
უსაფრთხოების
თანამშრომლებმა მას
დარბაზი დაატოვებინეს.
ამასთან, ერთ-ერთი
ჟურნალისტის კითხვაზე,
შეცვლიდა თუ არა რაიმეს
ისრაელთან ურთიერთობაში,
ბლინკენმა აღნიშნა, რომ
ისრაელის მთავრობის
პოლიტიკას „მხარს უჭერს
ისრაელელების დიდი
უმრავლესობა“ და ეს უნდა
ყოფილიყო
გათვალისწინებული აშშ-ის
რეაგირებაშიც. მისივე
თქმით, ბაიდენის
ადმინისტრაციას არ შეეძლო
საბოლოო დასკვნების
გამოტანა ცალკეულ
ინციდენტებზე, რომლებიც,
შესაძლოა, ყოფილიყო
საერთაშორისო სამართლის
დარღვევა.