დათო აბზიანიძე: არ მინდა ეს მჯეროდეს, მარა ყველაზე რეალისტური სცენარია. ლუკა-ელდარ, ფილტვებს გაუფრთხილდი, ძმაო

News.ge 19 საათი წინ 10
დათო აბზიანიძე: არ მინდა ეს მჯეროდეს, მარა ყველაზე რეალისტური სცენარია. ლუკა-ელდარ, ფილტვებს გაუფრთხილდი, ძმაო
ბლოგერი, დათო აბზიანიძე:
ხალხნო, ლუკა-ელდარ კურტანიძის 6 შვილიდან ერთ-ერთი, ანა კურტანიძე პოსტავს, მოჭიდავე მამაჩემმა ეგ ცოლი როგორ უნდა სცემოს, ერთი დარტყმით შეამოაკვდებოდაო. იმ პროვოკატორმა ქალმა იცემა თავი და დააბრალაო, მის უმანკო სახის გამომეტყველებას არ ენდოთო!
წავიკითხე შვილისგან ცოლის ცემის ეს გაპრავება და ცოტახნით დავიბენი, დედამისს ამტყუნებს ეს გოგო მამისგან ცემაში-მეთქი? თან ფსიქოლოგი ყოფილა განათლებით ქალიშვილი.
მერე მივხვდი, რომ ეს ანა ყოფილა ლუკა-ელდარის პირველ ცოლთან სიყვარულის ნაყოფი, ლუკას კი უცემია მეორე ცოლი!
აი, მესამე ცოლი კი ყოფილა ის, 14 მილიონი დოლარის კორუფცია რომ გაუბაზრა ტიკტოკით. ახლა კიდე ვიგებ, რომ საკუთარი ძმაკაცის ქალიშვილი ყოფილა ეს მესამე ცოლი და ასე შეყვარებია ლუკა-ელდარს.
ოჯახის სიწმინდის დღე კი არა, თქვენ მართლა შიგხოარ გაქვთ, ქოცებო?! 
2-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა ლუკა-ელდარ-კურტანიძეს და გირაოთიც შეიძლებოდა გამომძვრალიყო ქოცურად, მაგრამ ბრალი ახლახანს დაუმძიმეს – 5 წელი ემუქრება.
ეტყობა, ბიძინამ მისი ახალი ისტერიული ცოლის ტიკტოკი ნახა, სადაც ცოლმა საკუთარი ქმარი 14 მილიონი დოლარის უძრავი ქონების კორუფციაში იდიოტური წამოცდენით ამხილა.
არ მინდა ეს მჯეროდეს, მარა ყველაზე რეალისტური სცენარია. ლუკა-ელდარ, ფილტვებს გაუფრთხილდი, ძმაო
სრულად წაიკითხეთ სტატია