
ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
ზურაბ პოლოლიკაშვილი იმიტომ აღარ წარვადგინეთ მესამე ვადით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, რომ ეს არადემოკრატიული იქნებოდაო – “ოცნებამ”.
არადა დღეს კალაძე წარადგინეს თბილისის მერად მესამე ვადით და აქ დემოკრატიის პრობლემას ვერ ხედავენ.
სინამდვილეში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სულ ფეხზე ჰკიდიათ დემოკრატია, ბაჩიაშვილის ამბავში – ანუ ივანიშვილის პირად ახირებაში – გაუცვალეს არაბებს საქართველოს ეროვნული ინტერესები და არ გაიყვანეს ქართველი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შეფად.