საქართველოს
ეკონომიკასთან
დაკავშირებით ორი
პოზიტიური სიახლე აქვს -
EBRD-მა 2025 წლისთვის
საქართველოს ეკონომიკური
ზრდის პროგნოზი 6-%მდე
გაზარდა (მანამდე არსებული
პროგნოზი 4,6% იყო), იანვარში
საქართველოს ეკონომიკა
11.1%-ით გაიზარდა, - წერს
ექსპერტი დავით ჩიხელიძე
სოციალურ ქსელში.მისივე
თქმით, ეკონომიკური ზრდის
ტენდენცია მმართველი
გუნდის პრაგმატული
პოლიტიკის შედეგია,
რომელიც თავის თავში
მშვიდობის პოლიტიკას და
სწორ ეკონომიკურ გათვლებს
მოიცავს.„საქართველოს
ეკონომიკასთან
დაკავშირებით ორი
პოზიტიური სიახლე
აქვს, EBRD-მა 2025 წლისთვის
საქართველოს ეკონომიკური
ზრდის პროგნოზი 6-%მდე
გაზარდა (მანამდე არსებული
პროგნოზი 4,6% იყო) იანვარში
საქართველოს ეკონომიკა
11.1%-ით გაიზარდავფიქრობ,
კითხვაზე, რატომ მშვიდობა
პასუხი გაცემულია,
ეკონომიკური ზრდის
ტენდენცია მმართველი
გუნდის პრაგმატული
პოლიტიკის შედეგია,
რომელიც თავის თავში
მშვიდობის პოლიტიკას და
სწორ ეკონომიკურ გათვლებს
მოიცავს. იბიარდის
პროგნოზით საქართველოს
რეგიონის ქვეყნების
საშუალო ეკონომიკური
ზრდასთან შედარებით
თითქმის 2-ჯერ უფრო მაღალი
ეკონომიკური ზრდა ექნება!
ხოლო ევროპის ქვეყნებთან
შედარებით დაახლოებით
2.3-ჯერ უფრო მაღალი
ეკონომიკური ზრდა.
მრავლისმთქმელი ციფრებია
და ცალსახად ადასტურებს
საქართველოს ეკონომიკის
სიჯანსაღეს, რომელმაც
გამოწვევების მიუხედავად
რეგიონში ლიდერის პოზიცია
შეინარჩუნა! რა თქმა უნდა
აქციები ეკონომიკურ
ზრდაზე უარყოფითად
მოქმედებს, ყოველი
გამართული აქცია
ეკონომიკისთვის რამდენიმე
ათეული მილიონი ლარის
ზარალს ნიშნავს, აქციების
და მსოფლიოში არსებული
არასტაბილური გარემოს
გათვალისწინებით,
საქართველოს შედეგი კიდევ
უფრო დასაფასებელი და
შთამბეჭდავია! იანვრის
თვეში საქართველოს
ეკონომიკის ზრდამ 11%-ს
გადააჭარბა, რაც რეგიონის
ქვეყნებისთვის წლებია
მიუღწეველ შედეგად რჩება,
2025 წლის იანვარში დღგ-ის
გადამხდელ საწარმოთა
ბრუნვა წინა წლის
შესაბამისი თვის
მაჩვენებელთან შედარებით
14.7%-ით, ექსპორტი დაახლოებით
20%-ით გაიზარდა, რომლის
მოცულობამაც 404 მლნ აშშ
დოლარი შეადგინა“, - წერს
დავით ჩიხელიძე.