პარტია „ხალხის ძალის“
წევრი დავით
ქართველიშვილი სოციალურ
ქსელში საქართველოსა და
უკრაინის ცალმხრივ
მეგობრობას
ეხმიანება.დეპუტატი
იხსენებს გადადგა თუ არა
უკრაინამ რაიმე ნაბიჯი 2008
წლის აგვისტოს ომის შემდეგ,
საქართველოს
მხარდასაჭერად.„სამხედრო
აგრესიისა და გაფორმებული
ოკუპაციის 9 თვის თავზე -
„მეგობარმა“ უკრაინამ რუს
ოკუპანტებთან ერთად
მოსკოვის წითელ მოედანზე
ერთობლივ საზეიმო აღლუმში
მიიღო მონაწილეობა თავისი
შეიარაღებული ძალების
წარმომადგენლობით...“, - წერს
დავით ქართველიშვილი და
აღნიშნავს, რომ აგვისტოს
ომის შემდეგ 1 თვის თავზე
შეიკრიბა უკრაინის რადა,
თუმცა საქართველოს
მხარდამჭერი რაიმე
რეზოლუცია არც მაშინ და არც
შემდგომ არ მიუღია.დავით
ქართველიშვილი ასევე
იხსენებს უკრაინის რადას
წევრების მიერ
მხარდაჭერილ ე.წ. სამხრეთ
ოსეთის რესპუბლიკისა და
აფხაზეთის რესპუბლიკის
დამოუკიდებლობის ცნობის
No3083 დადგენილების
პროექტს.„უკრაინასთან
„ცალმხრივი მეგობრობის“
რეჟიმში მყოფ
საქართველოში,
განსაკუთრებით „2003-2012 წ.წ.“
შემსწავლელი
საპარლამენტო-საგამოძიებო
კომისიის მუშაობის
ფარგლებში, აგვისტოს ომის
ამსახველ მოვლენებთან
დაკავშირებით, ურიგო არ
იქნებოდა ეს ფაქტებიც
გაგვეხსენებინა:2008 წლის
რუსეთ-საქართველოს ომის
შემდეგ, უკრაინის რადა
მხოლოდ 1 თვის თავზე (!)
შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ
და არც შემდგომ,
საქართველოს მხარდამჭერი
რეზოლუცია არასდროს
მიუღია;პირიქით,
სექტემბერში
დარეგისტრირებულ
სხვადასხვა რეზოლუციებში
(მათ შორის,
საქართველოსადმი
არამეგობრული შინაარსის)
საქართველოს მხარი
დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ
15%-მა, საქართველოს
წინააღმდეგ ხმა მისცეს
დეპუტატთა 45%-მა, დანარჩენმა
დეპუტატებმა საქართველოს
თემატიკისადმი
გამოავლინეს სრული
გულგრილობა და
ინდიფერენტულობა - თავი
შეიკავეს ხმის
მიცემისაგან (უკრაინის
რადა 450 დეპუტატისგან
შედგება);საქართველოს
ტერიტორიაზე რუსეთის
ფედერაციის სამხედრო
ინტერვენციის დაგმობის
შესახებ No3053 დადგენილების
პროექტს მხარი მხოლოდ 65 (!)
დეპუტატმა დაუჭირა
(მიუხედავად იმისა, რომ
რადაში თითქოსდა
დემოკრატიული კოალიცია
არსებობდა). არც ერთი ხმა არ
მისცეს - "რეგიონების
პარტიის" (რომლის ლიდერი ვ.
იანუკოვიჩი, ამისთვის
"მადლიერების" ნიშნად
სააკაშვილმა
"ბრწყინვალების ორდენით"
დააჯილდოვა), კომუნისტური
პარტიის და ლიტვინის
ბლოკის ფრაქციებმა. БЮТ
ფრაქციიდან დაფიქსირდა
მხოლოდ დეპუტატ კოსივის
ერთი ხმა (კირილენკომ,
პაშინსკიმ, სემერაკმა - ხმა
არ მისცა), НУНС ფრაქციიდან - 64
დეპუტატმა მისცა ხმა
(სპიკერმა იაცენიუკმა ხმა
არ მისცა(!!!));იმავე
წარმატებით, დეპუტატებმა
ჩაშალეს „რუსეთის მიერ
საქართველოს წინააღმდეგ
სამხედრო აგრესიის
შესახებ“ No3054 რეზოლუციის
პროექტი, რომელსაც მხარი
მხოლოდ 66-მა დეპუტატმა
დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა
„საქართველოს სუვერენული
სახელმწიფოს წინააღმდეგ
რუსეთის ფედერაციის
აგრესიის აქტის დაგმობის
შესახებ“ No3082 რეზოლუციის
პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70
ხმა მიიღო;უკრაინული
პოლიტიკისთვის
დამახასიათებელ
ტრადიციებში: როცა გეგონა,
რომ ფსკერს უკვე მიაღწიეს -
ქვემოდან დააკაკუნეს.ე.წ.
სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკისა და
აფხაზეთის რესპუბლიკის
დამოუკიდებლობის ცნობის
No3083 დადგენილების პროექტს
უკვე 167-მა დეპუტატმა
დაუჭირა მხარი. ხმათა
უმრავლესობა გაიღო
რეგიონების პარტიამ (140),
კომუნისტურმა პარტიამ ხმა -
27 ხმა. ლიტვინის ბლოკმა, БЮТ
-მა და НУНС -მა არც ერთი ხმა
არ მისცეს, თუმცა იყვნენ
თავშეკავებული (!!!), ანუ
ინდიფერენტულები და
გულგრილნი "მეგობარი"
ქვეყნისთვის ამ
უმნიშვნელოვანესი
საკითხის მიმართ;„სამხრეთ
ოსეთის მოსახლეობის
წინააღმდეგ საქართველოს
სამხედრო აგრესიის
დაგმობამ“ (No3070) კიდევ უფრო
მეტი მხარდაჭერა მიიღო - 196
ხმა (!!!)(ხოლო დეპუტატთა
მაქსიმალურმა რაოდენობამ -
217 დეპუტატმა მხარი დაუჭირა
დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნას
უკრაინის კანონმდებლობისა
და საერთაშორისო
სამართლის ნორმების
დარღვევით უკრაინული
სამხედრო ტექნიკის
საქართველოში მიწოდების
ფაქტების გადამოწმების
მიზნით (No3059 );2009 წლის 9 მაისს,
„მეგობარ“ საქართველოში
მომხდარი ტრაგედიის,
სამხედრო აგრესიისა და
გაფორმებული ოკუპაციის 9
თვის თავზე - "მეგობარმა"
უკრაინამ რუს
ოკუპანტებთან ერთად
მოსკოვის წითელ მოედანზე
ერთობლივ საზეიმო აღლუმში
მიიღო მონაწილეობა თავისი
შეიარაღებული ძალების
წარმომადგენლობით...“, - წერს
დავით ქართველიშვილი
სოციალური ქსელში.