„ხალხის ძალის“ წევრი
დავით ქართველიშვილი
ოპოზიციის
წარმომადგენლების მიერ
პოლიციელების მიმართ
განხორციელებული ბულინგის
ამსახველ ვიდეოს
ეხმიანება, რომელთა შორის
ერთ-ერთი პარტია „ლელოს“
წევრი საბა
ბუაძეა.ქართველიშვილი
მიმართავს საბა ბუაძეს, რომ
პოლიციელი გმირია და დღეს
თუ ქვესკნელად არაა ქცეული
საქართველო, ან ციხე,
სწორედ პოლიციის
დამსახურებაა.„ამ ქალთან
რა მაქვს გასარჩევი. აი
საბა ბუაძის პოზიცია
მართლა მაინტერესებს, არც
თუ ისეთი პატარა ბიჭი იყო
იმ დროს, როდესაც
"ჩადებების", ცილისწამების
ნიადაგზე თაობები
გააუბედურა
მერაბიშვილ/ახალაიების
სისტემამ. რომელსაც
გვერდში ედგა
პენიტენციური ჯოჯოხეთი.
მესმის - პოლიტიკოსობა,
მაგრამ სადღაც იქ, გულის
ფსკერზე, სულის მიდამოებში
- სირცხვილის წვეთები ხომ
უნდა გქონდეს შერჩენილი?
დღეს ვინმემ ასწიოს ხელი და
ფაქტი დადოს: ჩემს შვილს
(ქმარს, ძმას) ჩაუდეს
ნარკოტიკი (იარაღი) და
ამიტომ ზის. ხოლო ურჩობის
გამო, ციხეში ცოლი (შვილი,
და, დედა) მოუყვანეს და
გაუპატიურების მუქარით -
სულიერ და ფიზიკურ
ხერხემალში გატეხეს
უდანაშაულო კაცი. დღეს ამ
ბიჭების თმენის
ვალდებულება და
სევდანარევი ღიმილი
იწვევს თქვენში
შიზოფრენიას და პანიკურ
შეტევებს? შენ მოგმართავ,
პოლიტიკოსო საბა ბუაძე!
ახალგაზრდა ადამიანი ხარ,
მაგრამ უფლის წინაშე
წარდგომა არც შენ აგცდება.
ზედმეტი ბარგი რატომ უნდა
აიტანო იქ, სადაც მეც, ჩვენც,
ყველას მძიმე საუბარი
ისედაც გველის. პოლიციელი -
გმირია. და დღეს თუ
ქვესკნელად არაა ქცეული
ქვეყანა თუ ციხე - დიახ, მისი
დამსახურებაა,“- წერს
ქართველიშვილი.