„ნუ მოტყუვდებით
ძვირადღირებული
„ნავაროჩენი“ სწავლის
პროცესებით. ჩვეულებრივ
სკოლებს მაინც მიაკითხეთ,
ოღონდ აქაც - მოიკითხეთ და
ისე. ნუ შეგეშინდებათ
სწავლის „დაბალი“ დონით -
ქართველობის შენარჩუნების
შანსი იქ მეტია,“ - წერს
სოციალურ ქსელში პარტია
„ხალხის ძალის“ წევრი
დავით ქართველიშვილი და
მოუწოდებს მშობლებსა
ლიბერალ-ფაშისტების
სასწავლო
დაწესებულებებიდან
გამოიყვანონ
შვილები.„ვიცი, რამდენს
გტკივათ. დღეს მხოლოდ
სტუდენტ-შვილებზე არა,
სკოლის მოსწავლეებზე არის
ნადირობის სეზონი
გახსნილი. ჯერ კიდევ
შესაძლებელია ამ
„ბრაკონიერების“
შეჩერება, ვის
კომპეტენციაშიც შედის ამ
პროცესების შეჩერება -
შეაჩერეთ! მხოლოდ ოჯახურ
პირობებში, მონასტრებში და
ქართულ ტრადიციულ
სასწავლებლებში,
ინდივიდუალურად
გადასარჩენი ბავშვების
ამარა ნუ დატოვებთ ამ
ქვეყანას! ცოტანი ვართ!
ერთ-ერთი ოპო-ლიდერის
კუთვნილი სკოლიდან
დროულად გამოიყვანეს ჩემი
უფროსი შვილიშვილი ჯერ
კიდევ ჩემმა ბიჭმა და
რძალმა და ორი წელია
ბედნიერ და ჯანსაღ
გარემოში სწავლობს
კიკეთში. ვისაც გაქვთ
შესაძლებლობა -
გამოიყვანეთ
ლიბერალ-ფაშისტების
სასწავლო
დაწესებულებებიდან თქვენი
შვილები! ნუ მოტყუვდებით
ძვირადღირებული
"ნავაროჩენი" სწავლის
პროცესებით. ჩვეულებრივ
სკოლებს მაინც მიაკითხეთ,
ოღონდ აქაც - მოიკითხეთ და
ისე. ნუ შეგეშინდებათ
სწავლის „დაბალი“ დონით -
ქართველობის შენარჩუნების
შანსი იქ მეტია. შეგნებულად
ღუპავენ ბავშვებს, ნუ
ჩამომათვლევინებთ ამ
„სკოლების“ დასახელებებს,
მათთან სასამართლო
დავებისთვის არ მცალია.
მიხედეთ!!! ვისაც გეხებათ -
მიხედეთ!!!“ - წერს დავით
ქართველიშვილი.