ყველა მოძალადის ქმედება
სახელმწიფოს ყურადღების
მიღმა არ დარჩება და
ადეკვატურად გაეცემა
ყველას პასუხი, - განაცხადა
საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარემ
დავით მათიკაშვილმა ბოლო
დღეებში განვითარებული
მოვლენების
შეფასებისას.„მოტყუებული
ნაწილი ადამიანების და
ვანდალები, მოძალადეები,
რომლებიც წინ დგანან,
ესვრიან პიროტექნიკას,
მოლოტოვის კოქტეილებს,
ქვებს, რკინას პოლიციელებს,
პარლამენტის შენობას,
ამტვრევენ ინვენტარს და
ინფრასტრუქტურას, რომელიც
ამდენი წლის განმავლობაში
დიდი რუდუნებით იყო
შექმნილი. ამიტომ ყველა
მოძალადის ქმედება
სახელმწიფოს ყურადღების
მიღმა არ დარჩება და
ადეკვატურად გაეცემა
ყველას პასუხი”, -
განაცხადა დავით
მათიკაშვილმა.