„ქართული ოცნების“
დელეგატობის კანდიდატი
დავით კოდუა სოციალურ
ქსელში ფოტოებს აქვეყნებს
და წერს, რომ თბილისში
გამართულ ოპოზიციური
პარტიების აქციაში
ზუგდიდის #67-ე საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრი
და ზედა ეწერის 63-ე საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრი
მონაწილეობდნენ.„ესეც
მორიგი საარჩევნო
კანონდარღვევის უხეში
ფაქტები ოპოზიციის
მხრიდან! პირველ ფოტოზე
ზუგდიდის #67-ე საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრი,
„ძლიერი საქართველოდან“ -
დავით ჩქოტუაა, ის
მონაწილეობას იღებდა 20
ოქტომბერს თბილისში
გამართულ ოპოზიციური
პარტიების აქციაში. ასევე
ხაზარაძის კოალიციიდან
აქციაში მონაწილეობდა
ზედა ეწერის 63-ე საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრი
ერეკლე გუჯეჯიანი (მეორე
ფოტო).საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო
კომისია / CEC of Georgia -
გამოიკვლიეთ საარჩევნო
კანონმდებლობის დარღვევის
ეს ფაქტები, აქვე მოვუწოდეთ
საერთაშორისო
სადამკვირვებლო მისიებს
შეისწავლონ და საკუთარ
ანგარიშებში ასახონ ჩვენს
მიერ მხილებული საარჩევნო
დარღვევები“, - წერს კოდუა.