გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

Primetime.ge 11 საათი წინ 12
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
 გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. ცენტრალურ გზებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, უკვე საუბნო გზების წმენდა დაიწყება.პარალელურად, შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს მინი შტაბებიც, სადაც მოსახლეობა საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს იღებს.პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის საჭიროების მქონე მოქალაქეებზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 1710 სასურსათო პაკეტი, ოზურგეთში - 4233, ხოლო ჩოხატაურში 3000 სასურსათო პაკეტი დარიგდა.რაც შეეხება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას, ამ დროისათვის შუქის გარეშე 110, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 171 აბონენტი რჩება. სტიქიის ზონაში სრულად არის აღდგენილი წყალმომარაგება. რეგიონში ასევე იმყოფებიან გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც სიტუაციას სწავლობენ.მას შემდეგ რაც რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალს დაითვლის. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, არც ერთი მოქალაქე დარჩება ხელისუფლების დახმარების გარეშე.
სრულად წაიკითხეთ სტატია