გურამ მაჭარაშვილი USAID-ის დაფინანსების შეჩერებაზე: როდესაც მინიმუმამდე დავა ე.წ. შავი ფულის ტრიალი საქართველოში, აუცილებლად მოხდება სტაბილიზაცია

Primetime.ge 3 თვის წინ 60
გურამ მაჭარაშვილი USAID-ის დაფინანსების შეჩერებაზე: როდესაც მინიმუმამდე დავა ე.წ. შავი ფულის ტრიალი საქართველოში, აუცილებლად მოხდება სტაბილიზაცია
"ჩვენ მიერ მიღებული "გამჭვირვალობის კანონი" აღსრულებაში მოიყვანა პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი ბრძანებით, რომელმაც დაწერა, რომ მინიმუმ 3 თვე საერთოდ აღარ იქნება დაფინანსება და 3 თვის მერეც აღარ ექნებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რადიკალური პროცესებისთვის იყენებდნენ ამ ფულს," - ეს განცხადება აშშ-ის მხრიდან საგარეო დახმარებების შეჩერებასთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში "შავი ფულის ტრიალის" აღკვეთის შემდეგ, მდგომარეობის სტაბილიზაცია მოხდება."ჩვენ კარგად ვიცით რომ, სამწუხაროდ, USAID-ის პროექტები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნის მიუხედავად, მაინც აფინანსებდნენ მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის შეძენას, რადიკალურ პროცესებს, რევოლუციური სცენარების სემინარებს. საქართველოსთვის შეიცვლება ის, რომ როდესაც მინიმუმამდე დავა ე.წ. შავი ფულის ტრიალი საქართველოში, აუცილებლად მოხდება, ნელ-ნელა, სტაბილიზაცია," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი გაათავისუფლა. "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი თანამშრომლები შვებულებაში წავიდნენ ტრამპის ბრძანების საფუძველზე, რომელიც საგარეო დახმარებას დროებით აჩერებს; ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა სააგენტო პრეზიდენტის გადაწყვეტილების გვერდის ავლაში დაადანაშაულეს.ტრამპი დიდი ხანია ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო დახმარებას აკრიტიკებს. ახალი პრეზიდენტის წინა კვირას გამოცემული განკარგულებით, 90 დღის განმავლობაში ჩერდება აშშ-ის საგარეო დახმარების დიდი ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია