საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის
საავტომობილო გზის კმ106-კმ123
(გოდერძის უღელტეხილი)
მონაკვეთზე მაღალი
გამავლობის (ორი და მეტი
წამყვანი ხიდის მქონე)
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აღდგენილია, ხოლო
დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის
გადაადგილება აკრძალულია.