გოგა ხაინდრავა რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან „იმედის“ ჯგუფების შეურაცხყოფასა და ბულინგზე: როგორი გადაგვარებულია ევროატლანტიკური სივრცე, ამაზე მეტყველებს ის, რომ არცერთმა ელჩმა საქართველოში, ამაზე ერთი სიტყვა არ თქვა

Primetime.ge 5 თვის წინ 40
გოგა ხაინდრავა რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან „იმედის“ ჯგუფების შეურაცხყოფასა და ბულინგზე: როგორი გადაგვარებულია ევროატლანტიკური სივრცე, ამაზე მეტყველებს ის, რომ არცერთმა ელჩმა საქართველოში, ამაზე ერთი სიტყვა არ თქვა
მადლობა „იმედს“, მადლობა ყველა მის თანამშრომელს და ყველა ადამიანს, ვინც ამ ბარბაროსების ხელში ემსახურება სიმართლეს, ემსახურება საკუთარ სამშობლოს და მის ინტერესებს, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, გადაცემაში „იმედი LIVE“.„ჩვენი დიდი თანადგომა და დიდი მადლიერება „იმედის“ ყველა თანამშრომელს. ეს ძალიან ძნელი ასატანია. მე ვიცი რა არის ქუჩა, ვიცი რა არის ბრბო, რომელიც დაგდევს და შეურაცხყოფას გაყენებს.როგორი გადაგვარებულია ევროატლანტიკური სივრცე, ამაზე მეტყველებს ის, რომ არცერთმა ელჩმა საქართველოში, რომელიც ყველაფერზე ლაპარაკობს, ერთი სიტყვა „იმედის“ თანამშრომლებზე, იმ ხალხზე, ვინც თავის საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურება, არ თქვა“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის არაერთ ფაქტზე დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არაფერს ამბობენ.ტელეკომპანია „იმედმა“ 19 ნოემბრის საღამოს უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.
სრულად წაიკითხეთ სტატია