გიორგი სოსიაშვილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირების გამოუცხადებლობაზე: კითხვებზე თავის არიდება ნიშნავს, რომ მათ რაღაც აქვთ დასამალი და გაურბიან სიმართლეს

Primetime.ge 3 კვირის წინ 21
გიორგი სოსიაშვილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირების გამოუცხადებლობაზე: კითხვებზე თავის არიდება ნიშნავს, რომ მათ რაღაც აქვთ დასამალი და გაურბიან სიმართლეს
თუ ადამიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება, მას მოუწევს შემდეგ უკვე სხვა ინსტანციებთან პასუხების გაცემა, მხედველობაში მაქვს პროკურატურის მიერ გარკვეული საქმის ძიების დაწყება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.„ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჩათვლის კომისია საჭიროდ რომ გამოიკითხოს, ვალდებულია კანონმდებლობის სრული დაცვით მივიდეს, გამოცხადდეს და უპასუხოს იმ კითხვებს, რომლებსაც კომისია დასვამს. შესაბამისად, კომისიაზე ამ კითხვებზე თავის არიდება ნიშნავს, რომ მათ რაღაც აქვთ დასამალი, გაურბიან სიმართლეს და თუ ადამიანი მართალი ხარ, თუ ადამიანი სუფთა სინდისით ხარ შენი ქვეყნის, შენი საზოგადოების წინაშე, კეთილი უნდა ინებო, უნდა მიხვიდე და საზოგადოებას გასცე ამ კითხვებზე პასუხი, რაც აწუხებს არა მხოლოდ ამ კომისიას, არამედ მთლიანად საზოგადოებას, იმიტომ, რომ ურთულესი პერიოდის გავლა მოუწია ჩვენ ხალხს.ეს კითხვები ყველას აინტერესებს, დიდს თუ პატარას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე დღეს თუ ხვალ, მათ მაინც მოუწევთ პასუხების გაცემა. ეს თავის არიდება, ერთგვარად ამ სიმართლისთვის ზურგის შექცევაა. ბუნებრივია, ეს დასჯადი ქმედებაა იმიტომ, რომ რეგულაციების თანახმად, თუ ადამიანი არ გამოცხადდება, მას მოუწევს შემდეგ უკვე სხვა ინსტანციებთან პასუხების გაცემა, მხედველობაში მაქვს პროკურატურის მიერ გარკვეული საქმის ძიების დაწყება“, - განაცხადა სოსიაშვილმა.საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარებული პირების ნაწილი სხდომაზე არ გამოცხადდა. მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულია გამოძიება. კომისიამ პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის ბადრი ჯაფარიძეზეც მიმართა.
სრულად წაიკითხეთ სტატია