პასუხები პრაქტიკულად არ
აქვთ, როგორ ხდებოდა ისე,
რომ ციხეში, თუ მის გარეთ
მყოფი ადამიანი თავის
ქონებას აფორმებდა
ხელისუფლებაზე, - განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ
გიორგი ვოლსკიმ მამუკა
ხაზარაძის და ბადრი
ჯაფარიძის
მისამართით.„ხაზარაძის და
ჯაფარიძის მოსვლა
[საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე] არც იყო
მოსალოდნელი. იმხელა
უბედურება დააწიეს მთელ
რიგ ოჯახებს, რომ პასუხები
პრაქტიკულად არ აქვთ, როგორ
ხდებოდა ისე, რომ ციხეში, თუ
მის გარეთ მყოფი ადამიანი
თავის ქონებას აფორმებდა
ხელისუფლებაზე და ამაში
მონაწილეობას იღებდა
კონკრეტული ბანკი“, -
აღნიშნა
ვოლსკიმ.საქართველოს
პარლამენტში „2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებით საგამოძიებო
კომისიის“ სხდომაზე
გამოუცხადებლობის გამო,
მამუკა ხაზარაძის საქმე
პროკურატურაში
გადაიგზავნება.
გადაწყვეტილება
საპარლამენტო კომისიის
დღევანდელ სხდომაზე
მიიღეს.