ფაქტები სახეზეა და
ზედაპირზე დევს. ფაქტია ის,
რომ საქართველოს
ტერიტორიების დიდი ნაწილი
ოკუპირებულია და ძალიან
ბევრი მაგალითი გვაქვს
იმის, რომ ეს შეიძლება არ
ყოფილიყო დაშვებული, -
განუცხადა ჟურნალისტებს
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილე გიორგი ვოლსკიმ
დროებითი საგამოძიებო
კომისიის შექმნის
შესახებ.მისივე თქმით,
ბევრი მაგალითია იმის, რომ
ხელისუფლებამ ომის წინა
პერიოდში და ომის შემდეგ
უღალატა საკუთარ
ქვეყანას.„ხელი მოაწერა
იმას, რომ ოკუპაცია
გამართლებულია. ხელი
მოაწერა იმას, რომ ქართული
მხარე დამნაშავეა. ხელი
მოაწერა იმას, რომ
აკრძალული იარაღი იყო
გამოყენებული. ზუსტად
ვიცით რაოდენობა იმ
ადამიანებისა, ვის
ოჯახებსაც გადაუარეს,
კონკრეტული ადამიანები
დახოცეს, აწამეს, წაართვეს
საკუთრება და ღირსება“, -
აღნიშნა გიორგი
ვოლსკიმ.საქართველოს
პარლამენტში საგაზაფხულო
სესიის პირველივე კვირაში
შეიქმნება 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
დროებითი საგამოძიებო
კომისია.საგამოძიებო
კომისიასთან
თანამშრომლობაზე უარს
ამბობს „ნაციონალური
მოძრაობა“.