გიორგი ვაშაძე სასამართლო
გადაწყვეტილების
მოლოდინში - მოსამართლე
გადაწყვეტილებას 10:00 საათზე
გამოაცხადებს. "სტრატეგია
აღმაშენებლის"
დამფუძნებელს დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მოთხოვნის შეუსრულებლობას
ედავებიან. გიორგი ვაშაძეს,
აღკვეთის ღონისძიების
სახით, 50 000-ლარიანი გირაო
აქვს შეფარდებული.
ბრალდება ჯარიმით ან
თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე ისჯება.
სასამართლოში მისვლას არ
აპირებს თავად
პოლიტიკოსი.საპარლამენტო
საგამოძიებო კომისიის
კანონიერი მოთხოვნის
დაუმორჩილებლობას
გამოძიება სულ 8
ოპოზიციონერ ლიდერს
ედავება, მათგან 3 - მამუკა
ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე
და ზურა გირჩი ჯაფარიძე
უკვე მსჯავრდადებულები
არიან, დანარჩენი 5
პოლიტიკოსი კი
მოსამართლის ვერდიქტის
მოლოდინშია.