გიორგი ვაშაძე დააკავეს

News.ge 1 თვე წინ 18
გიორგი ვაშაძე დააკავეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, , სამართალდამცველებმა პარტიის ოფისში დააკავეს. დაკავება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოხდა, როდესაც ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.
პარტიის ოფისში მყოფები სამართალდამცველებს შეძახილებით მიმართავდნენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!“ და „არ გრცხვენიათ?“. ადგილზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დამნაშავედ ცნეს. განაჩენის გამოცხადებას თავად ვაშაძე არ დასწრებია.

სრულად წაიკითხეთ სტატია