2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, 2004-2008 წლებში
საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შექმნილი
ვითარებისა და 2008 წლის
აგვისტოს ომის
განხილვისას
გაერთიანებული შტაბების
ყოფილი ხელმძღვანელის
ზაზა გოგავას მოსმენას
გიორგი გამსახურდია
სოციალურ ქსელში
ეხმიანება.„ედიკას და
მიშას, გენერლების უმეტეს
ნაწილს, იშვიათი
გამონაკლისების გარდა, ეგ
წოდებები უნდა ჩამოერთვათ.
მაგ წოდებების უკან,
უამრავი სახელმწიფო,
სამხედრო და კრიმინალური
დანაშაულებებია.
მივესალმები საგამოძიებო
კომისიის საქმიანობას და
ვიმედოვნებ, უფრო
გაფართოვდება მათი
მანდატი და დროის
დიაპაზონიც“, - წერს გიორგი
გამსახურდია.