გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბარომეტრი სასამართლო სისტემის შეფასების, არის ბიზნესი. დღეს ბიზნესი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ საქართველოში არ ეშინია ინვესტირება, ვინაიდან სასამართლო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი

Primetime.ge 2 კვირის წინ 39
გიორგი აბაშიშვილი: ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბარომეტრი სასამართლო სისტემის შეფასების, არის ბიზნესი. დღეს ბიზნესი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ საქართველოში არ ეშინია ინვესტირება, ვინაიდან სასამართლო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი
საქართველოში დღეს ძალიან ძნელია ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმაც კი ისაუბრონ, ამ შემთხვევაში, სასამართლოს რაიმე ფორმით გაუარესებაზე. პირიქით, წლიდან წლამდე საქართველოში სასამართლო სისტემა უმჯობესდება, - ასე აფასებს გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსს.მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბარომეტრი სასამართლო სისტემის შეფასების, არის ბიზნესი და დღეს ბიზნესი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ საქართველოში არ ეშინია ინვესტირება, ვინაიდან სასამართლო არის თავისუფალი, სასამართლო არის დამოუკიდებელი.„როდესაც საუბარია, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 ქვეყანას ვუსწრებთ სასამართლოს შეფასებასთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებულად ხაზგასასმელია და კიდევ უფრო პროაქტიულად არის მისატანი იმ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც სამწუხაროდ, ეცნობიან ან ხელმძღვანელობენ არა ვთქვათ, ასეთი ავტორიტეტული კვლევებიდან გამომდინარე, არამედ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენი ქვეყნისდა სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებსაც, გასაგებია, რომ აქვთ მოკლევადიანი მიზნები. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ნათლად იქნება განმარტებული ჩვენი პარტნიორებისთვის და მათი მხრიდან უფრო ყურადღებით იქნება ჩვენი არგუმენტები მიღებული, გაგებული და გააზრებული, რომ ჩვენ ვეყრდნობით არა ცალკეულ განცხადებებს, არა აღქმებს, არამედ, ჩვენ ვეყრდნობით და ჩვენი შეფასებები, ქართული სახელმწიფოს შეფასებები ეყრდნობა სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დასავლური ინსტიტუტების შეფასებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით და ა.შ. განსაკუთრებით სასამართლოა აქ მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ნამდვილად, საქართველოში დღეს ძალიან ძნელია ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმაც კი ისაუბრონ, ამ შემთხვევაში, სასამართლოს რაიმე ფორმით გაუარესებაზე.პირიქით, წლიდან წლამდე საქართველოში სასამართლო სისტემა უმჯობესდება. სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბარომეტრი სასამართლო სისტემის შეფასების, არის სწორედ ბიზნესი. დღეს ბიზნესი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ საქართველოში არ ეშინია ინვესტირება სწორედ იმიტომ, რომ სასამართლო არის თავისუფალი, სასამართლო არის დამოუკიდებელი და არ ეშინია ცალკეული ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რომლებიც შესაძლოა სასამართლომ მიიღოს და რომელი გადაწყვეტილებების მიღებაც, სამწუხაროდ, საქართველოში ხდებოდა ხოლმე წლების წინ, როდესაც სასამართლო იყო მართლაც ნოტარიუსად გადაქცეული იმისდა მიხედვით, თუ რა სჭირდებოდა ხელისუფლებას, თუ როგორ სჭირდებოდა გადაწყვეტილებების მიღება. ვგულისხმობ 2012 წლის და წინა პერიოდებს, ამ შემთხვევაში. ასე, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პროგრესს აღიარებენ ავტორიტეტული ორგანიზაციები. ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პროგრესთან დაკავშირებით კიდევ უფრო პროაქტიულად მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.ევროკომისიამ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) მოამზადა. საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია.
სრულად წაიკითხეთ სტატია