საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარემ
გივი მიქანაძე „ქართული
ოცნების“ ერთ-ერთი
დეპუტატისთვის გაგზავნილ
მუქარის შეტყობინებას
აფასებს.„კონკრეტულ
ადამიანს ემუქრებიან.
თითქოსდა მეგობრულად
მოუწოდებენ, რომ დატოვოს
დაკავებული პოზიცია,
მაგრამ იმავდროულად ეს
წერილი შესაბამისი
მუქარის მატარებელია და
არის არა მხოლოდ ამ
კონკრეტული პიროვნების
მისამართით გაკეთებული
მუქარა, არამედ მისი ოჯახის
წევრებზეც, მათ შორის,
შვილებზეც არის მითითება,
რაც კიდევ ერთხელ
მიუთითებს იმაზე, რომ ეს
ადამიანები მზად არიან,
საკუთარი არაკანონიერი
მიზნების მისაღწევად
ყველანაირ დაშინებაზე,
ბულინგზე წავიდნენ”, -
განაცხადა გივი მიქანაძემ.