კომისიამ უკვე შეისწავლა
როგორც არაერთი ცნობილი
საქმე უფლებების
დარღვევის შესახებ, ასევე
ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან
ბევრი ისეთი საქმე იქნა
საზოგადოების სამსჯავროზე
გამოტანილი, რომლის
შესახებ საზოგადოების
უდიდესი ნაწილი ამ დრომდე
ინფორმირებულიც არ იყო, -
განაცხადა განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
გივი მიქანაძემ დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მუშაობის შეფასებისას.„ეს
ყველაფერი მიუთითებს
იმაზე, რომ ეს
დანაშაულებრივი ქმედებები
არ იყო ერთჯერადი ხასიათის,
ეს იყო სისტემური ხასიათის,
ჩამოყალიბებული
დანაშაულებრივი
მიზანმიმართული ქმედება
საკუთარი ხალხისა და
საკუთარი ქვეყნის
საწინააღმდეგოდ და ჩვენ
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით
ამ კომისიის შექმნის
მნიშვნელობის შესახებ“, -
აღნიშნა
მიქანაძემ.პარლამენტში
დღეს დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მორიგი სხდომა გაიმართება.