ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა

Primetime.ge 5 საათი წინ 3
ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა
„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა,- ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა.არჩილ ჩიქოვანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“,- წერს ჩიქოვანი.
სრულად წაიკითხეთ სტატია