მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობა

Primetime.ge 4 საათი წინ 6
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 13-14 მაისს, ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის მონაწილეები იმსჯელებენ ევროპის საბჭოს როლზე ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის: ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, განათლების საკითხებზე.მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე – პრემიერისა და საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ქსავიე ბეტელის მიწვევით, რომელიც მიეძღვნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივას „დემოკრატიის ახალი პაქტი ევროპისთვის”.მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე შეხვედრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს თავმჯდომარეობით იმართება.მინისტერიალის დასრულების შემდგომ, ლუქსემბურგი მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას ოფიციალურად გადასცემს მალტას, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს.
სრულად წაიკითხეთ სტატია