გივი მიქანაძე ივანიშვილისა და მაკრონის საუბარზე: კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოსთვის არის ევროპა და ევროპაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანი, არამედ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა არის საქართველო

Primetime.ge 1 კვირა წინ 15
გივი მიქანაძე ივანიშვილისა და მაკრონის საუბარზე: კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოსთვის არის ევროპა და ევროპაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანი, არამედ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა არის საქართველო
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოსთვის არის ევროპა და ევროპაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანი, არამედ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა არის საქართველო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შეფასებისას.„ის პოზიცია, რომელიც მაკრონის მხრიდან გამოითქვა, გარკვეული დიალოგის და მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად, რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ ნებისმიერი ხასიათის დიალოგისთვის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოსთვის არის ევროპა მნიშვნელოვანი და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა არის საქართველო. ეს დადასტურდა არაერთხელ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.
სრულად წაიკითხეთ სტატია