გივი მიქანაძე: ასზე მეტი პოლიციელია დაზარალებული, დაახლოებით ოცამდე მათგანს ძალიან სერიული ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ნაწილი მათგანი დღემდე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას

Primetime.ge 2 კვირის წინ 17
გივი მიქანაძე: ასზე მეტი პოლიციელია დაზარალებული, დაახლოებით ოცამდე მათგანს ძალიან სერიული ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ნაწილი მათგანი დღემდე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას
მნიშვნელოვანი და პრევენციული ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებებია, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ საკითხზე წლებია ვმუშაობთ, ეს საკითხი აქტუალურია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ პიროტექნიკის რეგულაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.„განსაკუთრებით მინდა გამოვყო, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ამ საკითხზე არაერთგზის მიმდინარეობდა მსჯელობა. სამუშაო ვითარებაშიც იხილებოდა კანონმდებლობა. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად, ახალი წლის დადგომასთან ერთად გვაქვს ათეულობით შემთხვევა, როდესაც პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ადამიანები იღებენ სხეულის სხვადასხვა ფორმის დაზიანებას. მათ შორის, მცირეწლოვანი, არასრულწლოვანი პირებიც. შესაბამისად, ამ საკითხებზე მიმდინარეობდა რეგულაციები, თუმცა დამდგარმა რეალობამ და იმ მძიმე მოცემულობამ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რომ პიროტექნიკა, ფაქტობრივად ერთგვარ იარაღად იყო გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების საწინააღმდეგოდ, ასევე სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ და იცით, რომ არაერთ ინფრასტრუქტურას პარლამენტის შენობის ფორმატში ცეცხლი გაუჩნდა სწორედ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შესაბამისი ცვლილებები მომზადდეს.ასზე მეტი პოლიციელია დაზარალებული და მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით ოცამდე მათგანს ძალიან სერიული ხასიათის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ნაწილი მათგანი დღემდე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.მისივე თქმით, ძირითადად, ეს დაზიანებები მიყენებული აქვთ სხვადასხვა ბლაგვი საგნების ან ქვების სროლის შედეგად. ასევე, პიროტექნიკის მათ საწინააღმდეგოდ გამოყენების შედეგად.„ამიტომ, ვფიქრობთ, აუცილებელია პიროტექნიკის როგორც შემოტანა, ასევე ლიცენზირება განხორციელდეს. უნდა დაწესდეს შესაბამისი სახელმწიფო კონტროლი არა მხოლოდ მთლიანად ამ საკითხზე, არამედ, თუ რა სახის პიროტექნიკა შეიძლება იყოს შემოტანილი და იყოს გაყიდვაში“, - აღნიშნა მან.
სრულად წაიკითხეთ სტატია