გია ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

Primetime.ge 2 თვის წინ 74
გია ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.მხარეებმა შეხვედრაზე  ორ ქვეყანას შორის  არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტზე გვაქვს ხელი მოწერილი. ღრმავდება ეკონომიკური თანამშრომლობაც და პოლიტიკური ურთიერთობებიც იმ დონეზეა ასული, როდესაც სომხეთმა თავისი პოზიცია გაეროშიც შეცვალა და იმ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელიც დევნილების დაბრუნებას ეხება. რეზოლუცია ჰუმანიტარულია,  მაგრამ მასში დიდი პოლიტიკური არსი დევს, აქედან გამომდინარე, ის ვექტორი, რომელიც ჩვენ ურთიერთობებს ახასიათებს, კიდევ უფრო ძლიერდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.როგორც მან აღნიშნა, თანამშრომლობა და ურთიერთობა ვითარდება და ღრმავდება კულტურისა და  განათლების სფეროებშიც, ასევე ახალგაზრდებს შორის.პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რთულ ვითარებაში სამეზობლოში სტაბილურობის შენარჩუნებას, რომელიც დღეს განაპირობებს კარგ ეკონომიკურ მაჩვენებლებს,  თუმცა რეალურად მშვიდობა არის მთავარი, რომლის მიღწევაც რეგიონის მოსახლეობას სურს და მთელი ძალისხმევა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.
სრულად წაიკითხეთ სტატია