გერმანიის გაერთიანების დღის ღონისძიებაზე საელჩომ მთავრობა და ოპოზიციური პარტიები არ მიიწვია

News.ge 2 თვის წინ 62
გერმანიის გაერთიანების დღის ღონისძიებაზე საელჩომ მთავრობა და ოპოზიციური პარტიები არ მიიწვია

გერმანიის საელჩოში გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიწვეულნი არ ყოფილან. ამის მიზეზად ელჩმა მოახლოებული დაასახელა.
ღონისძიება საელჩოში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თუმცა ელჩის კომენტარი დღეს გავრცელდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების მნიშვნელობაზე და ამ მოვლენაში ევროკავშირის როლზე ისაუბრა. ამასთან, იგი ქართულ-გერმანულ პარტნიორობას, ასევე ხაზი გაუსმა იმას, რომ ევროკაშირში საქართველოს გაწევრიანება “ჩიხშია შესული”.
“უკვე 30 წელზე მეტია პარტნიორულ ურთიერთობებს ვაშენებთ. ეს პარტნიორობა ფართო და ღრმაა, და ის ყოველთვის ეფუძნებოდა თქვენს, ქართველების სურვილზე იყოთ დემოკრატია, გქონდეთ საბაზრო ეკონომიკა და ის, რასაც ეძახით ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
გასულ წელს, აქ ვიდექი საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად. მან მაღალი შეფასება მისცა ჩვენი პარტნიორობის ღირებულებასა და ხარისხს – გერმანიასთან და ევროკავშირთან. დავეთანხმე, მაგრამ გავაფრთხილე იმ რისკის შესახებ, რომ საქართველო ხელიდან გაუშვეს თავის „rendez-vouz-ს” ევროპასთან.
რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ყველა ჩემს კოლეგა EU-ელჩთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა ერთად ვიდექი სცენაზე, თავისუფლების მოედანზე – და ყველანი ძალიან გახარებულნი ვიყავით.
ო, როგორ შეიცვალა დრო.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა ქართული მთავრობის კურსის გამო. ამ კურსით საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
ამ წელს შენიშნავდით: ჩვენ არ მოგვიწვია საქართველოს მთავრობის არც ერთი წევრი, არც საქართველოს პარლამენტის წევრი და არც ქართული პოლიტიკური პარტიების ლიდერები.
რატომ? იმიტომ, რომ გვსურს ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები – ეს არის არჩევნები ქართველებისა და ქართველებისთვის. ამასთან კავშირი არ გვაქვს.
ქართველებს: უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ. როგორი მმართველობა გინდათ და ქვეყნების რა ჯგუფს გსურთ, რომ მიეკუთვნებოდეთ. ყველაფერი თქვენზეა. არა ჩვენზე”, – აღნიშნა ელჩმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია