გელა ნიკოლაიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: ჯემალ ლეონიძის და ბესო ხარძიანის საქმე წმინდა სამართლებრივი საქმე იყო, არც ხარძიანი იყო პოლიტიკოსი და არც ლეონიძე. ეს არის სამართლებრივი საქმეებიდან ძალიან ნიშანდობლივი

Primetime.ge 3 კვირის წინ 28
გელა ნიკოლაიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: ჯემალ ლეონიძის და ბესო ხარძიანის საქმე წმინდა სამართლებრივი საქმე იყო, არც ხარძიანი იყო პოლიტიკოსი და არც ლეონიძე. ეს არის სამართლებრივი საქმეებიდან ძალიან ნიშანდობლივი
ჯემალ ლეონიძის და ბესო ხარძიანის საქმე წმინდა სამართლებრივი საქმე იყო, არც ხარძიანი იყო პოლიტიკოსი და არც ლეონიძე. ეს არის სამართლებრივი საქმეებიდან ძალიან ნიშანდობლივი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა საგამოძიებო კომისიაზე გამოკვეთილ ახალ დეტალებზე საუბრისას.„სხვა საქმეებიც არის ისეთები, რომლებიც საჭიროებენ მიხედვას. მაგალითად გირგვლიანის მკვლელობის საქმე, უკვე სამართლებრივად იხილება და ეს კონკრეტული პიროვნებები არიან პასუხისგებაში მიცემული. იგივე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეც, რომელიც უკვე პრაქტიკულად დასრულებულია, იქაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები იღებდნენ მონაწილეობას. მე იმედი მაქვს, რომ აქტიურად იქნება ამუშავებული დეპარტამენტი გენერალურ პროკურატურაში, რომელსაც ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს და იმ კუთხით იქნება უფრო მეტი ეფექტური მუშაობა ჩატარებული“, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა
სრულად წაიკითხეთ სტატია