გოგავამ და ყურაშვილმა,
რომლებმაც თანხმობა
განაცხადეს ჩვენების
მიცემაზე, მგონია რომ
გარკვეული
პასუხისმგებლობა
გამოიჩინეს. ალბათ
პარტიაში იყო
შეხლა-შემოხლა და
წინააღმდეგობა, რომ ამ
ადამიანებს კომისიის
სხდომაზე მისვლა უნდოდათ, -
განაცხადა „ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს“
ერთ-ერთმა დამფუძნებელმა,
ადვოკატმა, გელა
ნიკოლაიშვილმა „დღის
ქრონიკაში“.„ეს
ადამიანები ამ ყველაფერს
სამართლებრივი კუთხით
მიუდგნენ, მაგრამ პარტია
მიუდგა პოლიტიკური კუთხით
და როგორც ჩანს საკითხი
დაუყენეს, რომ ყველანაირი
თანამდებობიდან გადადექით
და ისე მიეცით ჩვენებაო.
რაც შეეხება დანარჩენებს,
ხაზარაძესა და ჯაფარიძეს,
მათი უარი ძალიან ცუდად იყო
აღქმული. თუ ადამიანს
სათქმელი აქვს, თუნდაც
თავის სამართლებელი,
შეუძლიათ იქვე გასცენ
პასუხი. არ მესმის მათი
მოტივაციის“, - აღნიშნა
გელა
ნიკოლაიშვილმა.„ერთიანობა-ნაციონალური
მოძრაობის“ ინფორმაციით,
გენერლებმა, ზაზა გოგავამ
და მამუკა ყურაშვილმა
ყველა პარტიული
თანამდებობა
დატოვეს.„ნაციონალური
მოძრაობის“ ხელისუფლების
საქმიანობის შემსწავლელი
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
დღევანდელ სხდომაზე ზაზა
გოგავა გამოიკითხა.