საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის
საავტომობილო გზის
ჩუმათელეთი-ხევის
მონაკვეთზე მიმდინარეობს
დაზიანებული სავალი
ნაწილის შეკეთების
სამუშაოები.რის გამოც, 2025
წლის 17 და 18 მარტს, 07:00სთ-დან
19:00სთ-მდე, აღნიშნული
საავტომობილო გზის კმ133-კმ149
(სურამის სატრანსპორტო
კვანძი-ხევის
სატრანსპორტო კვანძი)
მონაკვეთზე, იზღუდება
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.საავტომობილო
გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.