აბსურდული და
მიკერძოებული პოზიცია - ასე
აფასებენ უმრავლესობაში
ბრიტანელი დეპუტატების
ინიციატივას.თემთა
პალატაში 15 დეპუტატის
წერილი შევიდა, რომლითაც
ბიძინა ივანიშვილის
სანქცირებას ითხოვენ.
დოკუმენტის მიხედვით,
პალატამ შეშფოთება უნდა
გამოხატოს საქართველოს
ევროკავშირში
გაწევრიანების პროცესის
შეჩერებაზე და დაგმოს
ბიძინა ივანიშვილის როლი
საქართველოში რუსეთის
გავლენის
ხელშეწყობაში.პარლამენტის
თავმჯდომარის პირველ
მოადგილე გია ვოლსკი,
ბრიტანეთის
გადაწყვეტილებას
მიკერძოებულს
უწოდებს."დიდი ბრიტანეთის
ყოველთვის იყო
სამართლიანობის ეტალონი.
გადაწყვეტილების მიღება
ისე, რომ მეორე მხარეს არ
მოუსმინო და ისაუბრო იმაზე,
რომ მშვიდობიანი იყო
მიტინგი და მას პოლიცია
დაუპირისპირდა ბრუტალური
ძალით, ის, რომ საქართველომ
საგარეო კურსი შეცვალა და,
მითუმეტეს, დემოკრატიიდან
უკან დაიხია,
რასაკვირველია, იმხელა
აბსურდია, რომ სხვას
ვერაფერს იტყვი გარდა
იმისა, რომ გარკვეულ
მიკერძოებულ მიდგომაზე
შეგვიძლია საუბარი", -
განაცხადა გია ვოლსკიმ.