გარანტირებულად შემიძლია
გითხრათ, რომ ჩვენი
რეიტინგი 60%-მდეა, -
განუცხადა „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა, მამუკა
მდინარაძემ ჟურნალისტებს
შიდა კვლევებზე
საუბრისას.ჟურნალისტის
კითხვაზე, ერთ-ერთი შიდა
კვლევით „ქართული
ოცნებას“ მხოლოდ 35% აქვს და
რა აძლევთ მათ იმის თქმის
საფუძველს, რომ „ქართული
ოცნება“ საკონსტიტუციო
უმრავლესობას მოიპოვებს,
მდინარაძემ განუცხადა, რომ
მათი შიდაპარტიული
კვლევის მონაცემებით,
ოპტიმისტური და
პესიმისტური მოდელებით,
„ქართული ოცნებას“ 64%
აქვს.„ნაცები“ თავის
ამომრჩეველს აჯერებენ, რომ
35% გვაქვსო, შემდეგ სამი
პარტია ამბობს- 20-20% გვაქვსო,
„პატრიოტთა ალიანსი
ამბობს 10-15% გვაქვსო და
საერთოდ აღარ გვრჩება -
გასცდა ეს უკვე 100%-ს. ჩვენი
რეიტინგი
60%-მდეა.გარანტირებულად
შემიძლია გითხრათ, რომ
ჩვენი რეიტინგი 60%-მდეა.
ყველაზე პესიმისტური
მოდელით გამოყვანილი
ალოკაციით, სპეციალურად
ჩვენი დავალებით,
გამოიყვანა კომპანიამ. ეს
არის 55,5% და ყველაზე
ოპტიმისტური ალოკაციით, ეს
არის 64%. ეს ნიშნავს, რომ
დაახლოებით, 60%-ის ფარგლებში
ვართ. ამ მონაცემებით,
იმასაც გაგიმხელთ,
„ნაციონალური მოძრაობა“
გარანტირებულად,
სამწუხაროდ, ისევ მეორე
ადგილზეა და ბარიერს
გადალახავს. ბარიერის
გადალახვის შანსი აქვს
უფრო მეტად, გვარამიას
პარტიას - შედარებით მეტი;
შედარებით ნაკლები -
„ლელოს“. გახარიას და სხვა
პარტიებს, გარანტირებულად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ბარიერის გადალახვის
შანსი არ აქვს“, - განაცხადა
მდინარაძემ.