თბილისის მდიდრულ უბანში
ძვირადღირებული სახლი 33
წლის აკაკი ქევხიშვილის
საკუთრებაა - კაცის,
რომელიც, საერთაშორისო
ჟურნალისტური გამოძიების
მიხედვით, თაღლითური
ქოლცენტრების ბოსია და 2022
წლიდან დისტანციურად
ძარცვავდა ევროპის,
კანადისა და ამერიკის
შეერთებული შტატების
მოქალაქეებს. ორ მილიონად
შეფასებული ქონება დედის,
მზევინარ კურტანიძის
სახელზეა გაფორმებული.
"კურიერი P.S.-ის" ინფორმაციით,
თავად აკაკი ქევხიშვილმა,
მასშტაბურ თაღლითობაზე
ინფორმაციის გაჟონვის
შემდეგ, ქვეყანა
დატოვა.სახლში ამჟამად
სარემონტო სამუშაოები
მიმდინარეობს. გვითხრეს,
რომ დამკვეთი უმაღლეს
ხარისხს ითხოვს.
დაგვიდასტურეს, რომ
კომპანიამ დაკვეთა აკაკი
ქევხიშვილისგან მიიღო,
თუმცა ის ადგილზე უკვე
რამდენიმე დღეა არ
გამოჩენილა.აკაკი
ქევხიშვილის საკუთრებაა
აპარტამენტიც.
შეტყობინების დატოვების
მიუხედავად, მისმა ოჯახმა
ჩვენთან საუბარი არ
ისურვა.მდიდრული
წვეულებები, ქოლცენტრის
თანამშრომლების შიდა
მიმოწერა, მსხვერპლებთან
სატელეფონო საუბრები და
მილიონობით უკანონო
ტრანზაქცია - უცხოურ
მედიაში დაახლოებით ორი
ტერაბაიტის მოცულობით
ჩანაწერებმა გაჟონა.
კანადის, შვედეთის,
გერმანიის, საქართველოსა
და სხვა ქვეყნების
ერთობლივმა ჟურნალისტურმა
გამოძიებამ,
მრავალმილიონიანი
თაღლითური სქემა
სააშკარაოზე გამოიტანა.
დგინდება, რომ თაღლითები
სხვადასხვა ქვეყნის
მოქალაქეებს ფულის
დაბანდებას, ყალბ
საინვესტიციო
პლატფორმებში აიძულებენ.
როდესაც მსხვერპლი ხვდება,
რომ მოატყუეს, საქმეში
თაღლითების სხვა ჯგუფი
ერთვება და დაზარალებულს
არწმუნებენ, რომ დაკარგული
თანხის დაბრუნებაში
დაეხმარება, ამ
მომსახურებისთვის კი
დამატებით თანხებს
არიცხვინებენ. საბოლოოდ,
თაღლითები სამიზნე
ობიექტებთან ან ყოველგვარ
კავშირს წყვეტენ, ან
მოტყუებულ პენსიონერებს
დასცინიან და
ამცირებენ.ქალი, რომელიც
თაღლითური სატელეფონო
ზარის მიღმა დგას,
საქართველოს მოქალაქე 26
წლის მარიამ ჩარჩიანია,
მისი თანამოსაუბრე კი 60
წლის კანადელი მამაკაცი,
სახელად მარსელი.მარსელს
თბილისში მოქმედი
ქოლცენტრიდან თითქმის 75
ათასი კანადური დოლარი
გამოსძალეს. მისი
თანამოსაუბრე, ახალგაზრდა
ქალი ყალბი პასპორტით და
"მერი რობერტსის"
გამოგონილი სახელით,
სინამდვილეში, თაღლითური
ქოლცენტრის ქართველი
თანამშრომელი მარიამ
ჩარჩიანი აღმოჩნდა. ის
ერთ-ერთია იმ ათობით
ადამიანს შორის, ვისი
სახელიც საერთაშორისო
მედიაში მოხვდა. მასალებში
ნახსენებია მარიამ
ჩარჩიანის დაც, ვერიკო
ჩარჩიანი, გამოგონილი
სახელით - ვერონიკა ნოვაკი.
დგინდება, რომ დები
ოზურგეთში, სკოლის
დამთავრების შემდეგ
თბილისში, სასწავლებლად
ჩამოვიდნენ და საკმაოდ
მოკრძალებული ბინაც
იქირავეს, თუმცა მას
შემდეგ, რაც საქმიანობა
თაღლითურ ქოლცენტრში
დაიწყეს, ჩარჩიანების
შემოსავალი ელვის
სისწრაფით გაიზარდა.
სოციალურ ქსელებში მათი
გვერდების შესწავლით
დგინდება, რომ დები ხშირად
მოგზაურობენ უცხოეთში, მათ
შორის, მილანში, პარიზში,
დუბაიში, მიკონოსსა და
სანტორინზე. სისტემატურად,
თაღლითურად ნაშოვნი ფულით,
ისინი ყიდულობდნენ
ცნობილი ბრენდების
ნივთებს. მაგალითად: მხოლოდ
"კარწიეს" სამაჯურში მარიამ
ჩარჩიანმა 6000 ევრო
გადაიხადა.ჩარჩიანებთან
ერთად, თაღლითური
ქოლცენტრების
საქმიანობაში უცხო ენების
მცოდნე სხვა ათობით
ახალგაზრდაა ჩართული.
უკანონო საქმიანობამ მათი
ცხოვრება ყოველდღიურ
ფუფუნებად აქცია. ერთ-ერთი
მათგანია ე.წ. სკამერი ლანა
ვახტანგაძეა, ყალბი
სამუშაო სახელით - ლანა
ლემანსი. სოციალურ
ქსელებში იძებნება მისი
მდიდრული ქორწილის
ამსახველი კადრები.
თაღლითობაში მხილებული
პატარძალი კოჯორში
მდებარე "ბიოლის"
კომპლექსში პირდაპირ
ვერტმფრენით
მივიდა.თაღლითური
ქოლცენტრები "ეიქეი ჯგუფის"
საფარქვეშ მოქმედებდა.
კომპანიის სახელწოდება,
სავარაუდოდ, აკაკი
ქევხიშვილის ინიციალებს
აღნიშნავს, თუმცა თავად
ქევხიშვილი საბუთებში
არსად ჩანს. შპს მერი
შოთაძის სახელზეა
გაფორმებული. ეს ის
პიროვნებაა, რომელიც
დახურულ ჩათში
თანამშრომლებს კონკრეტულ
მითითებებს აძლევს და
აკაკი ქევხიშვილის
პარტნიორად
განიხილება.თბილისში,
ქავთარაძის ქუჩაზე
მდებარე შენობაში,
თაღლითები კონსპირაციის
სრული დაცვით მუშაობდნენ.
ოფისი მას შემდეგ დაიხურა,
რაც შიდა ინფორმაციამ
საერთაშორისო მედიაში
გაჟონა. "კურიერი P.S.-სს"
ამავე შენობაში სხვა
კომპანიის
წარმომადგენლებმა უთხრეს,
რომ ოფისი დაიკეტა.
ამბობენ, რომ არ იციან, თუ რა
ხდებოდა ამ შენობის მეორე
სართულზე მდებარე
კონსპირაციულ
ოფისში.კიდევ ერთი ოფისი,
საიდანაც უცხოელებს
დისტანციურად
ძარცვავდნენ, შარტავას
ქუჩაზეა განთავსებული.
ჟურნალისტური გამოძიებით
ირკვევა, რომ საოფისე ფართი
რეგისტრირებულია შპს "დი
2-ზე", რომლის მეწილეც მიხეილ
ბინიაშვილი, იგივე მიშა
ბინიამინია. თავად
ბინიაშვილი ქოლცენტრების
საქმეზე გერმანიაშია
დაკავებული. ის
საქართველოს თავდაცვის
ყოფილი მინისტრის, დავით
კეზერაშვილის ახლო
ნათესავია. ბინიაშვილის
სახელი ფიგურირებს "მილტონ
გრუპის" მრავალმილიონიანი
თაღლითობის საქმეში.
ამიტომაც, ახლა
პროკურატურა სწავლობს
მტკიცებულებებს, რომელიც
ამ ორ ქსელს ერთმანეთსღა
აკავშირებს. გამოძიების
პროცესში აქტიურადაა
ჩართული საერთაშორისო
საგამოძიებო
ჯგუფი.თბილისის
ქოლცენტრებიდან
გამოჟონილი ინფორმაციით
დგინდება, რომ ზოგიერთი
თაღლითის ანაზღაურება
თვეში 20,000 დოლარსაც კი
აღემატებოდა.