"პირველ რიგში, დიდი
მადლობა მინდა გადავუხადო
ყველა ჩვენს
თანამოქალაქეს, ჩვენ
მხარდამჭერს, რომელმაც 4
წლის წინ გამოგვიცხადა
ნდობა, გამოუცხადა ნდობა
დედაქალაქის მერს - კახა
კალაძეს და, მათ შორის,
თითოეულ ჩვენგანს,
რომლებიც დღეს ვართ
საკრებულოში," - ამის
შესახებ თბილისის
საკრებულოს თავმჯდომარემ,
მთაწმინდის რაიონის
მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა, ზურაბ
აბაშიძემ, "რუსთავი 2-ის"
ეთერში, "დღის სტუმარში"
ისაუბრა.ზურაბ აბაშიძემ
იმედი გამოთქვა, რომ
მოსახლეობა კვლავაც
გამოუცხადებს ნდობას
"ქართულ ოცნებას", რათა
დაწყებული მნიშვნელოვანი
პროექტები ბოლომდე
მიიყვანონ."იმედი გვაქვს,
რომ მომდევნო 4 წლის
განმავლობაში, ჩვენ კიდევ
გვექნება ხალხის
მხარდაჭერა იმისათვის, რომ
იმ მნიშვნელოვან
პროექტებზე მუშაობა,
რომელიც განხორციელდა
ბოლო 8 წლის განმავლობაში
დედაქალაქში, კიდევ უფრო
მეტი ძალისხმევითა
გაგრძელდეს. იმიტომ
ვდგავართ აქ, რომ ის
გაკეთებული საქმეები
გვაძლევს იმის ამბიციას,
რომ გავაგრძელოთ
დაწყებული პროექტები და
მივიყვანოთ ბოლომდე.
სწორედ ამისთვის
გვჭირდება ჩვენ მომდევნო 4
წელიწადი, რომ მეტი სიკეთე
მოვუტანოთ დედაქალაქს,
იყოს მეტი მშვიდობა ჩვენს
ქვეყანაში, მეტი სიკეთე
იყოს თითოეულ ქუჩაზე,
უბანში და თითოეულ სახლში," -
განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.