პრეზიდენტი
სახელმწიფოებრივად მოიქცა
– აი, ბურთი და მოედანი,
გამობრძანდით და,
შესაბამისი რესურსი თუ
გაქვთ, არჩევნები მოიგეთ და
შესაბამისი შედეგი დადეთო,
პრეზიდენტის მხრიდან
ძალიან კარგი ჟესტია, –
ამის შესახებ „ხალხის
ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,
გურამ მაჭარაშვილმა
განაცხადა.მისი თქმით,
პოლიტიკოსობა ინდულგენცია
არ არის, მაგრამ
პრეზიდენტის
პრეროგატივაა, რომ ასეთი
გადაწყვეტილება
მიიღოს.„რამდენიმე კვირის
წინ, პრეზიდენტმა
„ნაცმოძრაობის“ ამ
ფილიალებს, ე.წ.
პოლიტიკოსებს შესთავაზა,
შეწყალებასთან
დაკავშირებით განცხადება
დაეწერათ და
წინასაარჩევნო კამპანიაში
მონაწილეობა მიეღოთ, რაზეც
მათ უარი განაცხადეს. ამით
დაადასტურეს, რომ მათი
მიზანი იყო არა არჩევნებში
მონაწილეობა, არამედ
დამალვა და მიზეზის
გამოძებნა, თუ რატომ
აგებდნენ არჩევნებს.
წინასაარჩევნო კამპანიაა
და ვაიპოლიტიკოსებს
პრეტენზია აქვთ, რომ მათ
ვინმე დევნის. პრეზიდენტმა
სახელმწიფოებრივად მოიქცა
– აი, ბურთი და მოედანი,
გამობრძანდით და თუ
შესაბამისი რესურსი გაქვთ,
არჩევნები მოიგეთ და
შესაბამისი შედეგი დადეთო.
რეალობა ისაა, რომ მათ
არანაირი რესურსი არ აქვთ,
არა მხოლოდ ამომრჩეველთა
სანდოობაზეა საუბარი,
არამედ ელემენტარულად
ნახევარზე მეტ ოლქში
ფორმალურადაც ვერ
მოძებნეს კანდიდატები.
კანდიდატი ვერ მოძებნეს და
მხარდაჭერებს როგორ
მოძებნიან? პრეზიდენტის
მხრიდან ძალიან კარგი
ჟესტია, გამობრძანდით,
ბატონებო. ერთი მხრივ,
კანონი აღსრულდა, მაგრამ
მეორე მხრივ, იმისათვის,
რომ არ თქვან ციხეში
ვიყავით და როგორ
მოვიგებდით არჩევნებსო,
გამობრძანდნენ და დადონ
შედეგები. პოლიტიკოსობა
ინდულგენცია არ არის,
მაგრამ პრეზიდენტის
პრეროგატივაა, ასეთი
გადაწყვეტილება მიიღოს, –
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.რაც შეეხება
ახალგაზრდების
შეწყალებას, როგორც გურამ
მაჭარაშვილი აცხადებს, ეს
არის ორი თემა, რომელიც
აბსოლუტურად
განსხვავდება.„რომელი
ახალგაზრდების
შეწყალებაზე საუბრობთ?
მგონი, პოლიტიკურ
პროცესებს და კრიმინალს
ერთმანეთში ურევთხ ეს ორი
თემა აბსოლუტურად
განსხვავდება. კრიმინალის
ხარისხსაც გააჩნია –
ადამიანებს, რომლებსაც
ცოცხლად დაწვის მცდელობა
აქვთ, ქვებს ესვრიან,
შეურაცხყოფას აყენებენ,
შენობებს ანგრევენ და ა.შ.
ეს კონსტიტუციური
წყობილების წინააღმდეგ
წასვლაა, ჩვეულებრივი
კრიმინალია. ეს ხალხი
პოლიტიკურ პროცესში კი არ
მონაწილეობდა და ამის გამო
კი არ შეეწინააღმდეგა
პოლიციელს და დაწვა უნდოდა,
არამედ საუბარია იმაზე, რომ
ახსნა-განმარტების გარეშე
პოლიციელებს ხან ქვებს
ესროდნენ და ხან
აზიანებდნენ“, – განაცხადა
გურამ მაჭარაშვილმა.