ანი წითლიძე: ფაქტი ერთია, ბიძინას საქმე გაკეთდა! „ლელო“ დაიმარხა

Primetime.ge 1 საათი წინ 1
ანი წითლიძე: ფაქტი ერთია, ბიძინას საქმე გაკეთდა! „ლელო“ დაიმარხა
ფაქტი ერთია, ბიძინას საქმე გაკეთდა! „ლელო“ დაიმარხა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.წითლიძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.მაგარი „გაპრავება“ დაიწყო: ბიძინამ იმიტომ გამოუშვა ხაზარაძე/ ჯაფარიძე, რომ „ლელო“ გაანადგუროს, მასხრად აიგდოს და ოპოზიციაში განხეთქილება შემოიტანოსო. ამას წერს შუაშისტი „პროფესორა“ ხალხი, ყოველთვის ტროას ცხენი ან სასარგებლო იდიოტები რომ არიან ხოლმე. თქვენ მართლა იდიოტები ხართ? „ლელომ“ თავისი გადაწყვეტილებებით, არჩევნებში მონაწილეობით, ეს საფუძველი თავად შეუქმნა ბიძინას. უკანალის თამაშს რომ დაიწყებ, ჯერ თავისი საქმისთვის გამოგიყენებს და შემდეგ ბოლომდე გადაგივლის – ეს არის ბიძინას სტილი. იმარჩიელეთ ახლა, მასხრად აიგდო თუ შეწყალებაზე შეთანხმდნენ. ფაქტი არის ერთი: ბიძინას საქმე გაკეთდა! „ლელო“ დაიმარხა“, – წერს ანი წითლიძე.საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
სრულად წაიკითხეთ სტატია