გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს ოფისების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს შეხვდნენ

Civil Georgia 1 თვე წინ 30
გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს ოფისების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს შეხვდნენ

გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტრებუკი და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR),  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და ვიცე-სპიკერს ნინო წილოსანს შეხვდნენ

გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა საქართველოში დაადასტურა, რომ აგრძელებს თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან „უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების მხარდასაჭერად“.

„ღირებული საუბარი შედგა დიდიე ტრებუკთან, გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში და გაეროს რამდენიმე ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. მე ვისაუბრე საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ საკანონმდებლო მუშაობაზე. როგორც გაეროს აქტიური და ერთგული წევრი, ვაფასებთ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას და ველით შემდგომ თანამშრომლობას ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში შეხვედრის შემდეგ.

Valuable conversation with Didier Trebucq @dtrebucq, United Nations Resident Coordinator in Georgia and representatives of several UN institutions. I talked about the priorities of @Geoparliament, ongoing & planned legislative work. As an active & committed member of the UN, we… pic.twitter.com/waIJme1e7o

— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) March 27, 2025

2024 წლის 9 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო და ასევე „წუხილი“ გამოთქვა პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო სიებში სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმების გამო. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობის გათვალისწინებით, გაერომ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, „გამოიწვიოს კანონპროექტი და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია