გაერო-ში გამოსვლისას
ირაკლი კობახიძეს
მნიშვნელოვანი გზავნილები
ჰქონდა, გვინდა მშვიდობა და
ვიყურებით მომავლისკენ, –
ამის შესახებ პარტია
„ხალხის ძალის“
აღმასრულებელმა მდივანმა,
გურამ მაჭარაშვილმა
საქართველოს პირველ არხს
განუცხადა.მაჭარაშვილის
თქმით, „საქართველოს
იცნობენ, როგორც
მშვიდობისთვის მებრძოლს,
მაგრამ ბევრმა უნდა გაიგოს,
ეკონომიკურად და
პოლიტიკურად რამდენად
საჭირო
ქვეყანაა“.„პრემიერ-მინისტრს
მსოფლიო საზოგადოების
მიმართ აბსოლუტურად სწორი
გზავნილები ჰქონდა. დღეს,
გამოწვევებით სავსე
მსოფლიოში ყველა ქვეყანა
ცდილობს, ჯერ თავი
გადაირჩინოს და შემდეგ
დაიმკვიდროს მსოფლიოს
სამომავლო დღის წესრიგში,
რომელიც ახლა დგება.
პრემიერის გზავნილები იყო,
რომ მშვიდობა გვინდა და
მომავლისკენ ვიყურებით,
საჭირო ქვეყანა ვართ არა
მხოლოდ რეგიონში, არამედ
მსოფლიოში. ეს
მნიშვნელოვანი გზავნილები
იყო. ჩვენ გვიცნობენ,
როგორც მშვიდობისთვის
მებრძოლებს, მაგრამ ბევრმა
გაიგოს, ეკონომიკურად და
პოლიტიკურად რამდენად
საჭირო ქვეყანა ვართ.რაც
შეეხება ოკუპაციის თემას,
ეს თემა ოპოზიციისთვის
დახურულია. მათ მაშინ
დახურეს, როცა უარი თქვეს
შერიგებაზე და ოსები და
აფხაზები მტრებად
მოიხსენიეს. ამიტომ
დეოკუპაციის პროცესს თუ
რაიმე შეუწყობს ხელს,
შეუწყობს მშვიდობის
შენარჩუნება და
ეკონომიკური განვითარება.
ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო
თვეების განმავლობაში ეს
უკვე ხდება. ჩვენი აფხაზი
და ოსი ძმები უყურებენ,
საქართველო როგორ
ვითარდება და ვისთან უნდა
ჰქონდეთ ურთიერთობა,
ვისთან უნდა იცხოვრონ. ჩვენ
ამ პროცესს აუცილებლად
გავყვებით“, – განაცხადა
გურამ
მაჭარაშვილმა.საქართველოს
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი
კობახიძე გაერო-ს
გენერალური ასამბლეის 79-ე
სესიაზე სიტყვით გამოვიდა.