პარლამენტში დღეს
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტზე
რეგლამენტში შესატან
ცვლილებებზე იმსჯელებენ.
ცვლილებების მიხედვით,
ინტერპელაციების
რაოდენობა გაორმაგდება,
მინისტრის საათის ფორმატი
კი გაუქმდება.ასევე
გაუქმდება საკანონმდებლო
ორგანოში მუდმივმოქმედი
საბჭოები და მას დროებითი
საპარლამენტო კომისიები
ჩაანაცვლებს.პარლამენტის
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარის,
მაია ბითაძის განცხადებით,
ცვლილებები საპარლამენტო
საქმიანობას მეტად
აქტიურს გახდის და
გააუმჯობესებს."საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტი,
ისევე, როგორც კანონი, არის
მოქნილი დოკუმენტი და
პრაქტიკიდან გამომდინარე
გადაწყდა მისი შეცვლა,
გარკვეული ცვლილებების
შეტანა. ვფიქრობ, რომ
გააუმჯობესებს და მეტად
აქტიურს გახდის
საქართველოს პარლამენტის
ფუნქციონირებას, მათ შორის
საპარლამენტო
ზედამხედველობის
განხორციელების კუთხით.
მინისტრის საათი,
პრაქტიკულად, ფორმალობად
იყო გადაქცეული,
შესაბამისად
მინისტრებისთვის
კითხვების დასმა და ამ
რეჟიმში მათი მოსმენა,
ვფიქრობ, რომ ბევრად
გააქტიურდება, ისევე,
როგორც გააქტიურდება
საპარლამენტო კონტროლის
სხვა მექანიზმები.
გაწერილი ბიუროკრატიის
ნაცვლად, გვექნება
კონკრეტულ ქმედებებსა და
მოსმენებზე ორიენტირებული
რეგლამენტი", - განაცხადა
მაია ბითაძემ.