ბრიტანული Unilever-ის რუსულ აქტივებს ალექსეი საგალის „არნესტი“ ყიდულობს

News.ge 5 დღის წინ 4
ბრიტანული Unilever-ის რუსულ აქტივებს ალექსეი საგალის „არნესტი“ ყიდულობს

FMCG-სექტორის გლობალური ლიდერის, ბრიტანული Unilever-ის რუსულ ბიზნესს, რუსი მილიარდერის, ალექსეი საგალის „არნესტი” შეიძენს, რომელიც რუსეთში პარფიუმერიული და საყოფაცხოვრებო პროდუქციით არის დაკავებული.
გარიგების პირობები ამ ეტაპზე არ სახელდება.
გარიგება მოიცავს მთელ ბიზნესს რუსეთში და 4 საწარმოო ობიექტს. ასევე, გარიგების ფარგლებში, „არნესტმა“ შეიძინა Unilever-ის ბიზნესი ბელორუსიაში.
„ტრანზაქციის საგანი იყო კომპანიის აქტივები, მათ შორის ოთხი საწარმოო ობიექტი ეკატერინბურგში, ომსკში, სანკტ-პეტერბურგსა და ტულაში“, – ნათქვამია „არნესტის“ განცხადებაში.
არნესტი და უნილევერი 17 წელზე მეტია თანამშრომლობენ.
Unilever-მა 2024 წელს, რუსეთში არსებული უდიდესი უცხოური კომპანიების ჩამონათვალში 39-ე ადგილი დაიკავა. გასულ წელს, “Unilever რუსეთმა” $688 მილიონის შემოსავალი მიიღო და $54 მილიონის წმინდა მოგება დააგენერირა. რუსეთში დასავლური ბრენდების პროდუქციის შეტანა და დამატებითი ინვესტიციების მობილიზება ბრიტანულმა Unilever-მა ჯერ კიდევ 2022 წელს შეწყვიტა, მაგრამ რუსეთში წარმოებული პროდუქციით ვაჭრობა არ შეუწყვეტია.

სრულად წაიკითხეთ სტატია